FreaKy Member
Registration : 2011-10-25
Репутация : 25 Message : 1640
| Subject: ჩემპიონატის წესები : Tue Sep 10, 2013 1:51 am | |
|
Snooker წესები
ძირითადი
- ჩემპიონატში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ მოთამაშეს ვინც თამაშობს Gamezer-ის საიტზე ბილიარდს. - მოთამაშეს აუცილებლად უნდა ქონდეს Skype ან Msn (სასურველია) - მოთამაშემ უნდა დატოვოს თავისი Gamezer-ის ზუსტი ნიკი და საკონტაქტო. (აუცილებლად) - ყველა მოთამაშეს შეუძლია ითამაშოს ტურნირში მხოლოდ ერთი account-ით. (აუცილებლად) - ტურნირის ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია ითამაშოს მხოლოდ თავისი რეგისტრირებული ID-ით (აუცილებლად) - ყველა მონაწილის nick name უნდა შეიცავდეს მხოლოდ გაუფორმებელ ასოებს (აუცილებლად) - თუ მოთამაშეს აქვს რამდენიმე account მან უნდა ითამაშოს მხოლოდ მაღალი account-ით (აუცილებლად) - მოთამაშის nick name-ზე აუცილებლად უნდა ჩანდეს დროშა (აუცილებლად)
დიკვალიფიკაცია და ჯარიმები
- როდესაც თამაში დაიწყება ყველა იქ მყოფი უნდა იყოს ჩუმად. (აუცილებლად) - ჩემპიონატის დროს სასტიკად იკრძალება ჩათი!!! (ჯარიმა -2 ქულა) - ჩემპიონატის დროს არ შეიძლება მოწინააღმდეგის შეურაცყოფა თუნდაც ბანალური! (ჯარიმა -2 ქულა) - იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მოთამაშის მაგივრად ითამაშა სხვამ მისთვის სასარგებლო ანგარიშის დასაფიქსირებლად და მოწინააღმდეგეს აქვს ამის დამადასტურებელი რამ უნდა მიმართოს ორგანიზატორს და აღნიშნული ფაქტის დადასტურების შემთხვევაში მოთამაშე მოხსნილი იქნება ტურნირიდან (გაითვალისწინეთ) - თუ რომელიმე მონაწილე ითამაშებს არარეგისტრირებული ID-ით ის ავტომატურად მოხსნილი იქნება ტურნირიდან (გაითვალისწინეთ)
Disconnection
- ინტერნეტის გაუმართაობის შემთხვევაში თუ რომელიმე მოთამაშე გავარდა თამაშიდან 2 ჯერ ცხადდება ანგარიში 1-0. - თუ ანგარიში თითქმის თანაბარია და გააგდო ან ერთი ან მეორე მოთამაშე მაშინ ეს ხელი დაიწყება თავიდან! - თუ მოთამაშე რომელიც გავარდა აგებდა და სხვაობა იყო 25 ქულა ან მეტი გავარდნილ მოთამაშეს ის frame ეთვლება წაგებად. - თუ მოთამაშე რომელიც გავარდა აგებდა და სხვაობა იყო 25 ქულაზე ნაკლები თამაში უნდა განმეორდეს და ის სხვაობა რაც იყო დაფიქსირებული დაემატება საბოლოო შედეგს ანუ ის მოთამაშე რომელიც იგებდა იწყებს + ქულებით. ( მაგალითისთვის თუ ანგარიში არის 12-30 განმეორებულ თამაშში 18 ქულა დაემატება იმ მოთამაშეს რომელიც იგებდა)
სნუკერის პოზიცია
- თუ მოთამაშე აღმოჩნდა სნუკერის პოზიციაში, ანუ პირდაპირ ვერ არტყავს იმ შარს რომელიც მისთვის სავალდებულოა მან უნდა მონახოს სხვა გზა ამის გასაკეთებლად და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დამალოს შარი უარესად - თუ მოთამაშე არ ეცდება მოახვედროს შარს რომელიც სავალდებულოა და ამას გაიმეორებს ორჯერ ის თამაში ეთვლება წაგებულად
მაუსის გაუმათაობა
- მაუსის გაუმართაობის შემთხვევაში მოთამაშემ უნდა აცნობოს მოწინააღმდეგეს ამის შესახებ და თუ სვლა დაუბრუნა შარი აუცილებლად უნდა დადოს იმ პოზიციაზე სადაც იმყოფებოდა - თუ მოთამაშეს დაუბრუნდა სვლა და მან ეს გამოიყენა შარის თავისთვის სასარგებლო პოზიციაზე დასაყენებლად ის თამაში ეთვლება წაგებულად. - გაითვალისწინეთ რომ მაუსის გაუმართაობის შემთხვევაში შარის დაბრუნება და სვლის თქვენზე გადმოსვლა არაა სავალდებულო და მხოლოდ და მხოლოდ მოწინააღმდეგის სურვილზეა დამოკიდებული
|
| |
|